თუშეთი ევროპის ყველაზე დიდი დაცული ტერიტორიაა. სოფელი ზემო ომალო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. აქ თითოეულ ქვასაც კი თავისი ისტორია აქვს.
თუშეთის მშვენიერი გარემოს შეგრძნება ჩვენი სასტუმროდანვე შეგიძლიათ. სასტუმროს გარს აკრავს ულამაზესი პეიზაჟები, თუშური ტრადიციული ფიქლით (სიპით) ნაწყობი უძველესი სახლები და შუასაუკუნოვანი კესელოს ციხეები. ციხეებში ამჟამად მოთავსებულია თუშეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც თუშეთზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.
თუშური კოშკები სათვალთვალოს და თავშესაფარს წარმოადგენდა ჩეჩნებისა და დაღესტნელების თავდასხმებისგან დასაცავად. კოშკებში აღმოჩენილი თუჯის ცხოველების ფიგურები IV-V საუკუნეებით თარიღდება. გვიანი შუა საუკუნეების ციხეკოშკები კარგადაა შემონახული სოფლებსა და ნასოფლარებში. გორაკებზე მცირე ზომის საკულტო ნაგებობებს - სალოცავებს ვხვდებით, მართლმადიდებლური არქიტექტურის ძეგლებსა და აღდგენილ ეკლესიებს.