თუშეთი

საქართველოს ულამაზესი კუთხე - თუშეთი, საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. მისი ფართობი 896 კვადრატული კილომეტრია.  იგი  ზღვის დონიდან 1650-4493 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები კი 1900 მეტრიდან 2400 მეტრამდეა განლაგებული. თუშეთს აღმოსავლეთიდან დაღესტანი, ჩრდილოეთიდან ჩეჩნეთი, დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი ესაზღვრება.

თუშეთი ოთხ ძირითად თემად იყოფა. პირიქითა, გომეწრის, წოვათას თემი და  ჩაღმის თემი. თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრი – ომალო ჩაღმის თემს მიეკუთვნება. თუშეთში მიმავალი სამანქანო გზა კახეთიდან, სოფელ ფშაველიდან იწყება და საქართველოს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასასვლელის – აბანოს უღელტეხილის (2926მ.) გავლით ომალოში ჩადის. აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყერებისა და კლდეთა ნაშალისაგან.

თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის  ტრანსპორტით არის შესაძლებელი.  თუშეთის ჰავა კონტინენტურია.  ივლისსა და აგვისტოში ტემპერატურა +14-15 გრადუსამდე ეცემა.

თუშეთში ძირითადად სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.