სასტუმრო სახლი - "შინა"

თუკი ზაფხულის სიცხემ შეგაწუხათ, ან გადატვირთულმა ცხოვრების რიტმმა დაგღალათ, აქ აუცილებლად იპოვით სიმშვიდეს. თუშეთის სუფთა ჰაერი და პირველყოფილი სილამაზე  თქვენ აუცილებლად დაგავიწყებთ პრობლემებს. თქვენ აქ ეზიარებით იმ საოცარ სამყაროს, რასაც თუშეთი და თუშური ყოფა ჰქვია.

"შინა" ტრადიციული ტიპის სიპი ქვით ნაშენი სასტუმრო სახლია. სტუმარს ჩვენთან დახვდება ტრადიციული თუშური გარემო და კომფორტი. სახლს აქვს დიდი რიკულებიანი აივანი, საიდანაც იშლება შთამბეჭდავი პეიზაჟები. პირველ სართულზე განთავსებულია ფიქლითა და ხით მოპირკეთებული დასასვენებელი და სასადილო ოთახი, რომელიც გაფორმებულია ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებით. აქვეა ტრადიციული შუაცეცხლიც.

მოსასვენებელ ოთახში გამოფენილია ადგილობრივი ხელსაქმის ნიმუშები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ.

სასტუმრო სახლში არის 8 კეთილმოწყობილი  სასტუმრო ოთახი, ინდივიდუალური სველი წერტილებით 18 სტუმრისათვის. სტუმრების ოთახები ნათელი, კომფორტული და თანამედროვედ მოწყობილია.

თქვენი სტუმრობა თუშეთში ნამდვილად დაუვიწყარი იქნება. სასტუმრო სახლში „შინა“ თქვენ შესაძლებლობა გექნებათ გემო გაუსინჯოთ შესანიშნავ კერძებს, რომლებსაც მხოლოდ თუშები, თანაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით ამზადებენ.

2010 წელს „ელკანამ“ და თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ საოჯახო სასტუმროების კატეგორიზაცია მოახდინა. კატეგორიზაციის შედეგად სასტუმრო სახლმა „შინა“ დაიმსახურა ერთი მზე.  რაც  ყველაზე მაღალი შეფასებაა თუშეთში არსებულ სასტუმროებს შორის.

სასტუმრო სახლში „შინა“ თქვენ ყოველთვის მზიანი ამინდი გელოდებათ, რომელიც დიდხანს გაგყვებათ და დიდხანს გაგითბობთ გულებს.